შფოთვითი აშლილობა: მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობის გზები
შფოთვითი აშლილობა არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მუდმივი და გადამეტებული შფოთვით, ის გამოწვეულია წარმოსახვითი და არა ობიექტური საშიშროებით. შიში წარმოადგენს საფრთხეზე დაუყოვნებლივ რეაქციას, შფოთვა კი მუდმივი საფრთხის განცდაა, მაშინ როდესაც კონკრეტული მიზეზი არ გვაქვს. შფოთვა ხასიათდება მუდმივი უარყოფითი წინათგრძნობით, მომავლის მიმართ უიმედობით. შფოთვითმა აშლილობამ შეიძლება, გავლენა იქონიოს ადამიანის ყოველდღიურობაზე, ხასიათსა და ქცევაზე.
რა იწვევს შფოთვითი აშლილობას?
შფოთვითი აშლილობის ხშირად განაპირობებს როგორც გენეტიკური ფაქტორები, ისე გარემო პირობები მაგალითად: სტრესულმა მდგომარეობა, მძიმე ცხოვრებისეული გამოცდილება, ბავშობის ტრავმა და ა.შ.
შფოთვითი აშლილობების ძირითადი სიმპტომი გადაჭარბებული შიშისა და დარდის შეგრძნებაა. შფოთვითი აშლილობა იწვევს განელებულ სუნთქვას, ძილისა და კონცენტრაციის პრობლემებს. სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფორმის შფოთვითი აშლილობა აქვს ადამიანს.
შფოთვით აშლილობას ახასიათებს:
ძილის რეჟიმის დარღვევა, ტკივილი გულმკერდის არეში, გახშირებული სუნთქვა და გულისცემა, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა და აკვიატებული ფიქრები.
შფოთვითი აშლილობის მკურნალობა ექვემდებარება ფსიქოთერაპიას:
კოგნიტურ-ქცევითი თერაპია (CBT): ეხმარება პაციენტებს მათი ფიქრებისა და ქცევების მენეჯმენტში.
ჯგუფური თერაპიები: სუნთქვის ტექნიკები, მედიტაცია და ფიზიკური აქტივობა, რაც ეხმარება სტრესის შემცირებას და დასვენებას.
რეკომენდაციები:
- გაიგეთ მეტი თქვენი შფოთვითი აშლილობის შესახებ
რაც უფრო მეტი გეცოდინებათ, მით უფრო მარტივად დაამარცხებთ მას.
- შეამცირეთ რაციონში კოფეინის შემცველი საკვები და სასმელი
კოფეინი მნიშვნელოვნად მოქმედებს გუნება-განწყობაზე და შეიძლება გააუარესოს შფოთვითი აშლილობის სიმპტომები.
- უარი თქვით ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებაზე.
მათი გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის შფოთვითი აშლილობის რისკს.
- მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი
არ დაიძინოთ ძალიან გვიან, შეიმუშავეთ ძილის გრაფიკი და აკონტროლეთ ის.
- ისწავლეთ დასვენება
შფოთვითი აშლილობის მკურნალობის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია განტვირთვა. შეგიძლიათ, მიმართოთ მედიტაციას, დაიწყოთ ვარჯიში და იზრუნოთ საკუთარ თავზე.
სწორი მკურნალობის შედეგად, შფოთვითი აშლილობა დაძლევადია, მაგრამ მნიშვნელოვანია დროული რეაგირება და ვიზიტი ფსიქოთერაპევტთან.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით +995574121274, 0322500288
დიალოგი შენი სიმშვიდისთვის!