ჩვენს შესახებ

   ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლი "დიალოგი" უკვე 4 წელზე მეტია რაც დაარსდა და ამ დროის განმავლობაში არაერთ მომხმარებელს მოემსახურა. ჩვენი გუნდის მრავალპროფილური გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ კლიენტს შევთავაზოთ სხვა და სხვა სახის სერვისები, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფური სეანსების მიმართულებით. თითოეული სპეციალისტის მიზანია, რომ ჩვენთან მოსულ ნებისმიერ ადამიანს, შეუქმნას ისეთი გარემო, სადაც თავს დაცულად, მშვიდად და კომფორტულად იგრძნობს. 

   დიალოგის გუნდის თითოეული წევრი მუშაობს ევროპის  სტანდარტებისა და ეთიკის კოდექსის  სრული დაცვით, რომელიც არამხოლოდ მომხმარებელთან დამოკიდებულებასა და მათზე ზრუნვის უმაღლეს სტანდარტებს გულისხმობს, არამედ, თითოეული თანამშრომელი თავად გადის სუპერვიზიას უცხოელ სპეციალისტებთან, თავად არიან ჩართულები ფსიქოთერაპიაში, რადგან მომხმარებლებთან ურთიერთობისას, მაქსიმალურად ობიექტურები და სწრაფ შედეგზე ორიენტირებულები იყვნენ.

   მომხმარებლებს ვაძლევთ საშუალებას, რომ არამხოლოდ ქართვველ სპეციალისტთან ჰქონდეთ წვდომა, არამედ უცხოელ, მოწვეულ სპეციალისტებთან, რომლებიც საქართველოში, სპეციალურად, დიალოგის მოწვევით ჩამოდიან და ერთის მხრივ ჩვენს თანამშრომლებს უზიარებენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას, მეორე მხრივ მომხმარებლებთან ატარებენ ინდივიდუალურ და ჯგუფურ სეანსებს. 

   ჩვენი "სახლის" კარი ყოველთვის ღიაა ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ, მიიღონ პოზიტივი თავიანთ ცხოვრებაში და მზად არიან, რომ არსებული სირთულეები, გამოწვევებად აღიქვან, ფსიქოლოგის დახმარებით დაინახონ მათი მოგვარების გზა, და ცხოვრება, ბევრად უფრო საინტერესო, მშვიდი და ბედნიერი გახადონ.

ჩვენი გუნდი

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის პროფესიონალებით, რომლებსაც როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მუშაობენ ევროპული სტანდარტებისა და ეთიკის კოდექსის სრული დაცვით. 

ანა მეუნარგია
ანა მეუნარგია

ფსიქოლოგი, ფსიქოტრავმატოლოგი.

ნათია ვარდია
ნათია ვარდია

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი

იან ფედოროვი
იან ფედოროვი

ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოანალიტიკოსი და ჯგუფური ანალიტიკოსი

თამარ ლაფაჩი
თამარ ლაფაჩი

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი

ქეთი მესხიშვილი
ქეთი მესხიშვილი

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, გეშტალტთერაპევტი, ტრენერი, კვებითი ჩვევების სპეციალისტი

ყველა ადამიანი იმსახურებს იმ ბედნიერებას, რომელიც ფსიქოთერაპევტთან ვიზიტის შემდეგ გვეუფლება

ნახეთ ჩვენი კლიენტების შეფასებები

ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რას ფიქრობენ ჩვენი კლიენტბეი ჩვენზე, რა მოსწონთ, რისი გაუმჯობესება სურთ, რათა შევძლოთ რომ თითოეულ თქვენგან შემოგთავაზოთ ის გარემო და სიტუაცია, რომელიც ნამდვილად მოგიტანთ პოზიტივს თქვენს ცხოვრებაში და გაგრძნობინებთ თავს სახლში, სადაც ყველა თქვენზე იზრუნებს <3