Dialogi.ge contact@dialogi.ge

ჰოლოტროპული სუნთქვა - შენი სიმშვიდის საიდუმლო

ჰოლოტროპული სუნთქვა - შენი სიმშვიდის საიდუმლო 18:01:00 2024-05-27

ჰოლოტროპული სუნთქვა - შენი სიმშვიდის საიდუმლო

ჰოლოტროპული სუნთქვის ტრენინგი თვითაღმოჩენის, ემოციური და ფიზიკური გაჯანსაღების ეფექტური საშუალებაა. თუ გაქვთ განცდა რომ ყოველდღიურობა ერთფეროვანი და მოსაწყენი გახდა, დაკარგეთ მოტივაცია და გიჭირთ კონცენტრაცია ჰოლოტროპული სუნთქვის ტრენინგი საკუთარ თავში ახალი რესურსების აღმოჩენაში დაგეხმარებათ.

სტანისლავ გროფი, თავის მეუღლესთან, კრისტინა გროფთან ერთად მრავალი წელი იკვლევდა ცნობიერების არაორდინალურ მდგომარეობას. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით კი მათ სათავე დაუდეს ჰოლოტროპული სუნთქვის მეთოდს, რომელსაც სამკურნალო და ტრანსფორმაციული პოტენციალი გააჩნია.

ჰოლოტროპული სუნთქვის დროს ადამიანი ხვდება თავის არაცნობიერს რაც მას ცხოვრებისეული ტრავმების და ისეთი მოგონებების გახსენებაში ეხმარება, რომლებიც ცნობიერისთვის უხილავია და ხელს გვიშლის ვიყოთ საკუთარ თავთან ჰარმონიაში. ჰოლოტროპული სუნთქვა, აღიარებულია როგორც ყველაზე ეკოლოგიური ტრანსული თერაპია, რადგან პროცესის განმავლობაში, ადამიანი არც ერთი წამით არ კარგავს გონებას და ცნობიერთან კავშირს.

ტრენინგი სუნთქვით ვარჯიშებს და სხეულზე ორიენტირებულ ტექნიკებს მოიცავს. ის გვეხმარება - გავთავისუფლდეთ შეკავებული ემოციებისგან, დავივიწყოთ ტრავმული გამოცდილებები, დავამარცხოთ უძილობა და თავის ტკივილი, თავი დავაღწიოთ მუდმივ დაძაბულობასა და სხეულის დაჭიმულობას.

ჰოლოტროპის ჩატარებას, ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილება და კარგად დამუშავებული თეორიული ცოდნა სჭირდება, რადგან ერთი სრულფასოვანი ჰოლოტროპი, ხშირ შემთხვევაში, 2-3 წლიან ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიას უტოლდება. 

თუ გსურს არ გამოტოვო ემოციური და ფიზიკური გაჯანსაღების შესაძლებლობა და საქართველოში, თბილისში დაესწრო ჰოლოტროპული სუნთქვის ტრენინგს, რომელსაც გროფის ტრანსპერსონალური ტრენინგის, ჰოლოტროპული სუნთქვის ლიცენზირებული, საერთაშორისო დონის ფასილიტატორები გაუძღვებიან დაგვიკავშირდით - 574121274; 0322500288

დიალოგი შენი სიმშვიდისთვის!