ენეაგრამა და მისი ისტორია
რა არის ენეაგრამა?
სიტყვა „ენეაგრამა“ ბერძნული სიტყვიდან „ენეა“ (ცხრა) და „გრამა“ (ფიგურა) მომდინარეობს. ამგვარად, ენეაგრამა არის ფიგურა 9 წერტილით, რომელიც წრეზეა განთავსებული და თითოეული მათგანი ერთ, კონკრეტულ პიროვნულ ტიპს აღნიშნავს.
ენეაგრამა ეს არის მეცნიერება, რომელიც ადამიანის არაცნობიერ მოტივებს ხსნის, იმ მოტივებს, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას განაპირობებს. იგი ძირითადად 9 სხვა და სხვა ფსიქოთიპს გამოკვეთს, ესენია: იდეალისტი, მზრუნველი, ტრიუმფატორი, ინდივიდუალისტი, მარტოხელა მოაზროვნე, სკეპტიკოსი, ენთუზიასტი, ბოსი, მედიატორი
თითოეულ ენეას, თავისი განსაკუთრებული ახსნა და განმარტება გააჩნია, რომელთა სიღრმისეულად გაგების შემთხვევაში, ადამიანს შეუძლია უკეთესად მართოს საკუთარი თავი, გააანალიზოს რა მოტივები ამოძრავებს თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას, როგორ უნდა ეკონტაქტოს სხვა ადამიანებს და იცოდეს, რისი მიღება სურს ცხოვრებაში, რა მამოძრავებელი, მამოტივირებელი ძალები გააჩნია და საბოლოოდ ცხოვრება, მეტად მშვიდი, გაცნობიერებული და სასიამოვნო გახადოს.
საიდან მოდის ისტორია?
მეცნიერების ამ ერთ-ერთ დარგის ისტორია, 1960-იანი წლებიდან იწყება, როდესაც ფილისოფოსმა ოსკარ იჩაზომ დაიწყო ადამიანების არაცნობიერი მოტივების დადგენაზე მუშაობა და ამ დარგს საფუძველი დაუდო, ხოლო შემდგომ პერიოდში, ეს საქმიანობა მისმა მოსწავლემ, ცნობილმა ფსიქიატრმა და ფსიქოთერაპევტმა კლაუდიო ნარანხო-მ განავითარა და ენეაგრამას, როგორც ამბობენ, მეორე სიცოცხლე აჩუქა, რამაც საბოლოოდ, უნივერსალურ ფსიქოლოგიურ კონცეფციის განვითარებას დაუდო სათავე.
საქართველოში ამ დარგის შემოტანა და ცნობადობის ამაღლება ფსიქოლოგ, ფსიქოკონსულტანსა და ტრენერ - ილია ნიკაჭაძეს უკავშირდება, ჯგუფურ ტრენინგს კი ამ მიმართლებით, ექსკლუზიურად, ფსიქოთრაპიის სახლ „დიალოგში“ ატარებს.
ჯგუფზე მოხვედრა ნებისმიერ მსურველს / დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია - მთავარია ჰქონდეს მონდომება, რომ მეტი გაიგოს მისი არაცნობიერი მოტივების შესახებ, ჯგუფზე ჩასაწერად კი საჭიროა დარეკოთ ნომერზე: 574 12 12 74 და წინასწარ დაარეზერვოთ ადგილი თქვენთვის.