Dialogi.ge contact@dialogi.ge

ფსიქოლოგის როლი ადამიანის ცხოვრებაში

ფსიქოლოგის როლი ადამიანის ცხოვრებაში 18:00:48 2021-01-09

ფსიქოლოგის როლი ადამიანის ცხოვრებაში

რატომაა მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში პირადი ფსიქოლოგის ყოლა? 

ხშირად დაგვისვამს საკუთარი თავისთვის ეს კითხვა, შესაძლოა სხვა სიტყვებით, თუმცა დაგვისვამს და ეს უკვე ბევრს ნიშნავს. აღნიშნულ სტატიაში, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა როლი აკისრია ფსიქოლოგსა და ფსიქოთერაპიას თქვენს ცხოვრებაში და როგორ უნდა მიხვდეთ საჭიროებას?

რაც მეტი დრო გადის, უფრო მკაფიოდ იკვეთება ფსიქოლოგის პროფესია, როგორც აუცილებელი დარგი ადამიანების ჰარმონიული, მშვიდი და სტაბილური განვითარებისთვის, რასაც უამრავი ფაქტორი განაპირობებს, დღევანდელმა რეალობამ კი, როდესაც სახლში ვართ ჩაკეტილები და "შეგვეზღუდა თავისუფლება",  მეტად ჩაგვაფიქრა ჩვენს ცხოვრებაზე, შედეგად განსაკუთრებით აქტუალურად დავინახეთ დარგის, როგორც მნიშვნელოვანი გარემოების აუცილებლობა ყოველდღიურობაში. 

გახშირდა ჩივილები პანიკური შეტევების, აკვიატებული აზრების, დაძაბული პირადი ურთიერთობების, დეპრესიის, დპრესიული ეპიზოდებისა და შინაგანი შფოთვით გამოწვეული დისკომფორტის გარშემო, რომლებიც ბევრ ადამიანს, ყოველდღურად სტრესში ამყოფებს. იმისათვის, რომ სწორად გავიგოთ რა ხდება ამ დროს, უბრალოდ უნდა გავიაზროთ, რომ ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, ხშირად ნაკარნახებია, ან გარემო ფაქტორების ზემოქმედებითაა განპირობებული. თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ ჩივილს, (და არამხოლოდ) თავისი წარმომავლობა გააჩნია, მიუხედავად ამისა, ვსვამთ წამლებს, ვიღებთ ანტიდეპრესანტებს, და ყოველდღიურად ვიმეორებთ ერთსა და იმავეს. თუმცა, თუ ერთხელ მაინც მივიდოდით ფსიქოლოგთან და პრობლემის რეალურ წარმომავლობას დავადგენდით, მივხვდებოდით, რომ სულაც არაა ყველა შემთხვევაში წამლების დალევა გამოსავალი და ამით საკუთარი თავის დროებითი შველა, რადგან პრეპარატის მიღებისას სიმპტომი შესაძლოა მოგვეჩვენოს რომ გაქრა, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი, კვლავ ადგილზეა და კიდევ უფრო მეტად იკრებს ძალას შემდეგი შეტევისთვის, ყოველი შემდეგი შეტევა კი დამატებითი თავსატკივარია და მოითხოვს დიდი დოზით "გამაყუჩებლის" მიღებას, რასაც უკვე დამოკიდებულებამდე მივყავართ. 

გარდა უკვე მოხსენიებული პრობლემებისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი ტრავმის, დეპრესიული ეპიზოდისა თუ ფსიქოლოგიური, ემოციური პრობლემის წარმოშობისას, იდეალური ამ პრობლემის წარმოშობის ამოხსნა, რომელიც შესაძლოა უმნიშვნელო დეტალსაც კი უკავშირდებოდეს, მაგრამ საკმარისია გაცნობიერდეს წარმომავლობა, იმ წამიდან ცხოვრებაში აღარასოდეს აღარ შეგვაწუხებს. სწორედ ამიტომ, ინტენსიური ან და პერიოდული ფსიქოთრაპია, გვეხმარება გავხდეთ უკეთესები, შევძლოთ დავძლიოთ პრობლემები, თვალებში ჩავხედოთ მას და უბრალოდ გადავწყვიტოთ, რომ დროა მოვერიოთ, შედეგად ბევრად გალაღებულები, მშვიდები ვხდებით და ცხოვრებაც ყოველდღიურად, უფრო საინტერესო და სასიამოვნო ხდება. 

საბოლოოდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც პრობლემა არ ჰქონია, და რამდენადაც დიდი არ უნდა იყოს ის, ყველაფერი მოგვარებადია, აუცილებლად მოგვარდება. არ არსებობს პრობლემა, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანს აწუხებს, აუცილებლად არის სხვაც, ვინც მსგავსი ჩივილით შეწუხებულა და მოუგვარებია კიდეც, ანუ შენ მარტო არ ხარ. რაც არ უნდა ხდებოდეს, როგორც არ უნდა გრძნობდე თავს, გახსოვდეს, რომ ყველაფერი მოგვარებადია და ამაში, ფსიქოლოგი აუცილებლად დაგეხმარება. 

თუ თვლი, რომ ფსიქოლოგი გჭირდება, ან კარგი იქნებოდა ფსიქოლოგთან ვიზიტი და საუბარი, ჩვენ, მთელ გუნდთან ერთად, შენს გვერდით ვართ და მზად ვართ, ყოველთვის, გულწრფელად დაგეხმაროთ.