ეფექტური ნაბიჯები - პირადი ცვლილებებისთვის !
ყველას გვაქვს ცხოვრებაში ისეთი რაღაც, რისი შეცვლაც გვსურს_ კვების რეჟიმი, თმის ფერი, მუშაობის პროდუქტიულობა და ა,შ. მაგრამ ცვლილება რა თქმა უნდა რთულია. იმიტომ რომ, მას, რისი ცვლილებაც გვსურს, შესაძლოა ჰქონდეს მნიშვნელოვანი დანიშნულება. შეიძლება გაცნობიერებულად უარს ვამბობდეთ რაღაც ქცევაზე, მაგრამ უფრო ღრმა შრეში, ეს ქცევა იყოს დამცველობითი ხასიათის ან პატერნი, რომელიც გვეხმარებოდა/გვეხმარება საჭიროებებთან მიმართებაში. ჩვენ რომ რობოტები ვყოფილიყავით, ცვლილება უმარტივესი იქნებოდა. თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ვართ ლოგიკური და ემოციური არსებები, ცვლილება გართულებულია ხოლმე. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძლიერ გვსურს, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიპოვოთ ემოციური ბალანსი, იმისათვის რომ მივიღოთ ის,რაც გვსურს!
გაგაცნობთ რამოდენიმე სტრატეგიას, რაც დაგეხმარებათ გარდაქმნების განხორციელებაში.
1) შეცვალეთ მხოლოდ ერთი რამ - კონკრეტულ დროში.
თუ მოტივირებული ხართ, რომ რაღაც კონკრეტული არე შეცვალოთ , შეჩერდით ჯერ მასზე. განსაკუთრებით, თუ ის ძირითადი ნაწილია თქვენი ამჟამინდელი ცხოვრების. ბევრი რამის ერთდროულად შეცვლის მცდელობა გამოიწვევს თქვენში გადაღლილობისა და იმედგაცრუების, ასევე მარცხის შეგრძნებას.
2) იდენთიფიკაცია მოახდინე მიზეზის თუ რატომ გსურთ ცვლილება.
ყველას უნდა ამაზე სხარტი პასუხის გაცემა. მაგრამ გთავაზობთ უფრო მეტად დაფიქრდეთ აღნიშნულ საკითხზე. წარმოიდგინეთ მაგიური არსება, რომელმაც შემოგთავაზათ, რომ აგისრულებთ იმ ცვლილებას, რომელსაც ახლა ეძებთ. ერთადერთი რასაც ეს არსება გთხოვთ, არის ის, რომ უპასუხოთ რატომ იმსახურებთ და გჭირდებათ ეს ცვლილება. ეს საშვალებას მოგცემთ უფრო ღრმად ჩაიხედოთ მიზეზებში, რათა დაიწყოთ რთული ცვლილებების პროცესი.
3) გააცნობიერეთ რას ნიშნავს თქვენთვის ეს კონკრეტული ქცევა.
რა ჩვევის შეაცვლაც არ უნდა გქონდეთ განძრახული, ეს ამჟამად თქვენთვის მნიშვნელოვანია. ამას სტატიის თავშიც შევეხეთ. რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, ხშირად ის ჩვევები რომელთა გადაჩვევა გვსურს და არ გვინდა, გვეხმარებიან გარკვეული კუთხით. მაგრამ უნდა დავიმახსოვროთ რომ რადგან ,,გვეხმარება“ იმას არ ნიშნავს რომ სასარგებლოა, კარგია ჩვენთვის. ეს უფრო გულისხმობს იმას, რომ გვეხმარება რაღაცას გავუმკლავდეთ დღიდან დღემდე. იმის გაგება თუ როგორ მუშაობს ეს ქცევა თქვენთვის, დაგეხმარებათ გაუგოთ იმ დისკომფორტს, რომელსაც ცვლილების პროცესში შესაძლოა განიცდიდეთ
4) იყავით ამ დისკომფორტთთან.
ეს პუნქტი დაგეხმრებათ მესამე სტრატეგიის შემთხვევაშიც. როდესაც გრძნობთ ცვლილებაში უხერხულობას, მოუქნელობას, ეცადეთ არ გაიქცეთ მისგან ძალიან სწრაფად. დაინახეთ შეგიძლიათ თუ არა თავს მისცეთ ნება იგრძნოთ ეს დისკომფორტი და ეცადეთ გაიგოთ რა არის ის, რაც აუტანელია თქვენთვის ამ დროს. ვიცით, რომ არ არის სასიამოვნო შეგრძნება, დაიგვიჯერეთ, ეს არავის მოსწონს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, როცა თავს უფლებას ვაძლევთ გამოცადოს ეს რთული შეგრძნება, შეგვიძლია ვისწავლოთ ჩვენს შესახებ ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც დაგვეხმარება ცვლილების წარმართვაში ბევრად შედეგიანად.
5) გადადგით ,,ბავშვის ნაბიჯები“.
ცვლილება რომლის განხორციელებაც გსურთ, შეგიძლიათ ჩაშალოთ პატარა ნაწილებად. უფრო მისაღწევ მიზნებად. მაგალითად, თუ განიძრახეთ რომ იკვებოთ მეტად ჯანსაღად, დაიწყეთ ხილისა და ბოსტნეულის უბრალო დამატებით თქვენს ჩვეულ კვების რუტინაზე ყოველ დღე, ნაცვლად იმისა რომ მთლიანად შეცვალოთ მთელი მენიუ ერთ დღეში. ნელი და თანდათანობითი გარდაქმნა უფრო ეფექტურია ვიდრე დიდი, უეცარი ცვლილებები.
6) არავითარი დროის ლიმიტი
ვრცელდება მეხუთე პუნქტზეც. ბევრ ადამიანს სძულს ეს, რადგან ჩვენს საზოგადოებაში ასე ვართ მიჩვეული_ შედეგი გვინდა ახლავე! თუმცა სიმართლე ისაა, რომ ხანგრძლივი და მტკიცე ცვლილება მიიღწევა გარკვეული დროის განმავლობაში - ნელი ტემპით. მიეცით ცვლილებას საშუალება განხორციელდეს ნაბიჯ-ნაბიჯ ისე როგორც სწორია, მორგებულია თქვენთვის.
ჩვენი ჩვევების ცვლილებას დრო სჭირდება, მუდმივი პრაქტიკა და ისევ პრაქტიკა საკუთარ თავზე.
დაიმახსოვრეთ, ცვლილება შეიძლება არ იყოს აუცილებლად იდეალური, ის უბრალოდ უნდა არსებობდეს გარდაქმნის პროცესში.