16:18:31 2019-03-23
გავიღვიძოთ უფრო ბედნიერებმა...
როგორ დავიწყოთ დღე პოზიტიური განწყობით?
- დატვირტული დღის წინა ღამეს, გააკეთეთ ყველაფერი რისი გაკეთებაც შეგიძლით, რათა გაიმარტივოთ მომდევნო დილა. გაამზადეთ ტანსაცმელი, მოიძიეთ თქვენი გასაღები, რომ მომდეევნო დღეს სიჩქარეში არ დაიწყოთ მისი ნერვიულად ძებნა, გაიმზადეთ საუზმე და ა.შ... მსგავსი, მცირე ტიპის აქტივობების საშუალებით, უფრო მშვიდ ნოტაზე ადგებით და დღეც, მოწესრიგებულად გაგრძელდება.
- საუკეთესო გზა, ბედნიერად გასაღვიძებლად, ბედნიერად დაძინებაშია. ეს შეიძლება ავასრულოთ საწოლში ჩაწოლამდე, მარტივი, მადლიერებით სავსე რუტინით. ასეთი სახის რუტინა მოიცავს: მადლიერი სიტყვების თქმას საკუთარი თავისა და პარტნიორის მიმართ, თავის შეკავებას უსიამოვნო ამბების მოსმენისაგან, ტექნოლოგიების მოცილებას ჩვენი საძინებელი ოთახიდან, შეგვიძლია ცოტახნით მოვუსმინოთ მშვიდ მელოდიას. ყველა ეს ტექნიკა ხელს უწყობს ჯანსაღ ძილს, ხოლო, როცა თქვენი ძილი მშვიდია, თქვენ ბუნებრივად იღვიძებთ ისე, თითქოს გრძნობთ ძალების აღდგენას, განახლებასა და მზადყოფნას ახალი დღის გამოწვევებთან შესახვედრად.
- ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ კარგ გუნებაზე გაიღვიძებთ, არის ის, რომ გამოიყენეთ "მაღვიძარა საათი", სმარტფონში არსებული მაღვიძარის ნაცვლად. როცა სმარტფონით ვიღვიძებთ, მაღვიარის გამორთვის შემდეგ, ტელეფონში, სხვა აპლიკაციებსაც მოვინახულებთ, ძალაუნებურად, ყურადღებას ვუთმობთ უამრავ ინფორმაციას, მაშინ როცა, ჯერ კიდევ არ გამოვფხიზლებულვართ. ნაცვლად იმისა, რომ დილიდანვე მივიღოთ მეილები, სხადასხვა შეტყობინებები, სოციალური მედიის სიახლეები, უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი გაღვიძების რუტინა ამ ზედმეტი თავსატიკვარისგან, რომელიც გვინდა თუ არ გვინდა, უამრავ საფიქრალს გვიჩენს და მეტ-ნაკლებად ნეგატიური ემოციებით გვავსებს. ან შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუნებრივი გაღვიძების გზა, დატოვეთ გადაწეული ფარდები და მზე, თავად შემოანათებს ოთახში, მზე კი ტვინში ენდორფინების (ბედნიერების ჰორმონის), ბუნებრივი გამომწვევი ფაქტორია.
- გაღვიძებისთანავე იფიქრეთ თქვენთვის ემოციურ, მნიშვნელოვან და დადებით საკითხზე, რისი მადლიერიც განსაკუთრებულად ხართ და მიეცით ამ გრძნობას საშუალება, რომ მოიცვას მთელი სხეული. დახუჭეთ თვალები და მთლიანად ჩაეშვით ამ გამოცდილებაში. იმისდა მიუხედავად, რომ ეს ყოველივე მარტივი შესასრულებელია, უდიდეს გავლენას მოახდენს თქვენი დღის შემდგომ განვითარებაზე...
- თქვენ გაიღვიძეთ! იმის მაგივრად, რომ გეშინოდეთ რამის, ან წუხდეთ იმაზე თუ რა მოხდება, წარმოიდგინეთ დღის ის საუკეთესო ვარიანტი, როგორიც თქვენ გინდათ რომ გქონდეთ. მიეცით თქვენს თავს პირობა, რომ უფრო მეტ დეტალს შეამჩნევთ, დააკვირდით თქვენს თავს და შეიგრძნობთ თითოეულ დეტალს და მადლიერი იქნებით, რომ ეს ყველაფერი გაგაჩნიათ.
- დილა დაიწყეთ იმით, რითაც თავს მშვიდად და ბედნიერად გრძნობთ. მაგალითად, დაიწყეთ დილა ცხელი ყავით, მოიწყვეთ კომფორტი ირგვლივ, რათა იგრძნოთ სიმშვიდე. ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს მედიტაცია, რაიმე შთამაგონებელი მუსიკის მოსმენა ან თუნდაც დილის გამოსაფხიზლებელი ვარჯიშები.
მიეცით თქვენს თავს იმის მიზეზი, რომ მომდევნო დღის დაწყებისთვის, ერთი სული გგქონდეთ. სწორი მიდგომით, ბედნიერი დილის მოპოვება და პოზიტიური გაგრძელება, არც ისე რთულა.
და ბოლოს, ძველი დღე სრულდება და ახალი დგება. მთავარია გახადო იგი შენთვის მნიშვნელოვანი! თითოეული დღე აღარასოდეს განმეორდება, ამიტომ ეცადეთ, მიიღოთ მისგან მაქსიმალური, რათა თავი, პირველ რიგში თქვენ, ყველაზე ბედნიერად იგრძნოთ, თქვენ ამას იმსახურებთ! :)