Dialogi.ge contact@dialogi.ge

8 მარტი – ქალთა დღის დაარსების ისტორია

8 მარტი – ქალთა დღის დაარსების ისტორია 16:39:03 2019-03-07

8 მარტი – ქალთა დღის დაარსების ისტორია

 

სტატიის მიზეზი და მიზანი ისაა, რომ 8 მარტზე ვისიაუბროთ და ამ დღის დაარსების ისტორიაზე...

1910 წლის გაზაფხული კოპენჰაგენში. 8 მარტს ნავსადგურთან ოციოდე ქალს მოეყარა თავი. მეძავები იყვნენ, ყველაფერზე ეტყობოდათ და არც ცდილობდენ დამალვას:
- გუშინ ემა პოლიციელისაგან ისევ ნაცემი დაბრუნდა. საწყალი ბავშვი, როდემდე უნდა ვაძლიოთ უფასოდ ფარაონებს, ადამიანურად მაინც გვექცეოდნენ… – ვერაფერი გამიგია, გუშინწინ ბურგომისტრმა მე ამომარჩია. ბოლოს მიმტკიცებდა, უშენოდ ცხოვრება აღარ შემიძლია, აწი სულ შენთან ვივლიო. მე ვუთხარი, თუ ასე მოგწონვარ, კანონები შეცვალე, ნამეტანი გვავიწროებენ-მეთქი. მაგრამ არა, ასეა საჭიროო…
ქალებს ფრაუ ბოდეკერი მიუახლოვდა, ხანში შესული გერმანელი ქვრივი, (დღევანდელი ტერმინოლოგიით - "მამაშა") ნავსადგურთან რომ საროსკიპო ჰქონდა და მეძავთა შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა: - გამარჯობათ გოგოებო, ამ სიცხეში რას იკლავთ თავს. წამოდით, ცივ ლუდზე გპატიჟებთ! - კმაყოფილი გოგოები სწრაფად შელაგდნენ უახლოეს ლუდხანაში, სასმელი მალე მოეკიდათ და ფრაუ ბოდეკერის წინადადებით შეთანხმდენ, რომ ქალაქის ყველა მეძავს მერიასთან მოეყარა თავი. ორი საათის შემდეგ ქალაქის მთავარი მოედანი მეძავებით გაივსო. პოლიციამ ისინი მერიის შენობაში არ შეუშვა და სახელდახელოდ შედგენილი, რამდენიმე პუნქტად ჩამოყალიბებული მოთხოვნა შეუგზავნეს ქალაქის თავს.
გადიოდა დრო, პასუხი კი არ ჩანდა. მეძავებს მოთმინების ძაფი გაუწყდათ, ფრაუ ბოდეკერი გაჭირვებით აბობღდა ოთხთვალაზე და ბრბოს მიმართა: - დებო, შვილებო, ქალებო, ხომ ხედავთ, ყველას ფეხებზე ვკიდივართ. კარგად ვიცი მამრთა ბუნება. მოდით, გავშიშვლდეთ და მაშინ კი ნაღდად მოგვაქცევენ ყურადღებას!!! პირველმა თვითონ გაიძრო კაბა, პენუარი და ორივე საცვალი. რამდენიმე წამში უამრავი მეძავი შიშველი იდგა მერიის წინ. ბოდეკერმა განაგრძო:

 

- ჩვენ ვიღაც სულელი ათეისტი ბუნტისთავები კი არა ვართ. ჩვენ გვწამს ღმერთის. მოდით, დავიჩოქოთ და ჩვენი პროფესიული ლოცვა აღვუვლინოთ ზეცას – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, წმინდაო მარიამ. შენ, რომელმაც ჩასახე ისე რომ არ შეგიცოდავს, გვასწავლე ჩვენ, უღირს მონათა შენთა, როგორ შევცოდოთ ისე, რომ არ ჩავსახოთ. რადგან შენია ძალი, დიდება და სუფევა უკუნისამდე. ამინ! დაჩოქილი, შიშველი, მთვრალი მეძავები ერთდროულად იმეორებდენ ამ სიტყვებს.
მერი თვალებდაჭყეტილი იყურებოდა ფანჯრიდან. ბოლოს გამოერკვა, მდივანს სასწრაფოდ უკარნახა ბრძანება, ხელი მოაწერა და პირველსავე ახლომყოფ ჩინოვნიკს ეცა: - წადით და ხმამაღლა წაუკითხეთ; უთხარით რომ ყველაფერზე თანახმა ვარ, გადასახადებსაც შევუმცირებ, აკრძალვებს მოვუხსნი, პოლიციელების თავნებობასაც ავლაგმავ, ოღონდ ახლავე ჩაიცვან და დაიშალონ; საშინელებაა, რას იტყვის ეპისკოპოსი, რას იტყვის მეფე?, – და თავზე ხელები წაივლო. მეძავებმა მხიარული სტვენით მოისმინეს მერის ბრძანება და გამარჯვების ყიჟინა დასცეს, დაშლით კი დაიშალნენ, მაგრამ ტანზე ჩაცმა არავის უფიქრია და შიშვლები მთელ კოპენჰაგენს მოედვნენ. მერი სულ გაგიჟდა, ბრძანა, დაეპატიმრებინათ ყველა შიშველი ქალი. ასეულობით მეძავმა ღამე საპატიმროში გაატარა.

კოპენჰაგენში მყოფი როზა ლუქსემბურგი სასტიკად აღაშფოთა მეძავთა შევიწროებამ და მერს ახალი, ამჯერად ჩაცმული დემონსტრაცია მოუწყო. დაპატიმრებულნი მაშინვე გაანთავისუფლეს.

სულ მალე, კოპენჰაგენის სოციალისტ ქალთა კონფერენციაზე კლარა ცეტკინისწინადადებით 8 მარტი ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადეს.
მასონ კლარა ცეტკინის, როზა ლუქსემბურგის და მათნაირების ქალთა საერთაშორისო სოლიდარობისათვის ზრუნვის მიზანი იყო ქალთა მასობრივი ჩაბმა სახელმწიფო გადატრიალებების, რევოლუციების ტალღაში. "ახალი მსოფლიო წესრიგის" მასონი მესვეურები გეგმაზომიერად ახორციელებდენ მონარქიების მოსპობას, განსაკუთრებით მართლმადიდებელი სახელმწიფოებისა (ძირითადი სამიზნე – რუსეთის მართლმადიდებლური მონარქია), რამეთუ მართლმადიდებლობა, მართლმადიდებელი ხელმწიფე ხელისშემშლელია ანტიქრისტეს მთელ მსოფლიოზე გაბატონებისა.

დასავლეთში ქალთა საერთაშორისო დღეს 1920-იანი წლების ბოლომდე მასშტაბურად აღნიშნავდნენ, თუმცა შემდეგ კომუნისტებთან ასოციაციის გამო მისმა პოპულარობამ იკლო. 1960-იან წლებში ფემინიზმის აღმავლობამ ხელი შეუწყო ქალთა დღის მზარდ პოპულარიზაციას.

კოსმოსური გაფრენის შემდეგ ვალენტინა ტერეშკოვა კრემლში მიიყვანეს. თავმდაბალ კოსმონავტს მღელვარებისგან ენა წაერთვა. მსოფლიოს ჩაგრული ხალხების ვითომ ერთადერთმა იმედმა, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა გულში ჩაიკრა უშიშარი ქალი: - სამშობლოს ღირსეულო ასულო, შენ ასახელე ქვეყანა შენი. მითხარი რა გსურს და ვფიცავ დიდი ლენინის ხსოვნას, ერთი ნებისმიერი შენი სურვილი შესრულებული იქნება.! ვალენტინამ კრძალვით დახარა თავი: - ო, გენერალურო მდივანო, მზრუნველო მამავ…. ჩემთვის არ ვითხოვ…. რა იქნება, ქალთა საერთაშორისო დღე დასვენების დღედ გამოცხადდეს?. ბრეჟნევს გაეღიმა: - უბრალო თხოვნაა, დაე, ასე იყოს!
1965 წლის 8 მაისს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით 8 მარტი უქმე დღედ გამოცხადდა: საბჭოთა ქალების კომუნისტურ მშენებლობაში, დიდ სამამულო ომში ქვეყნის დაცვის, ფრონტსა და ზურგში გმირობის, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისა და მშვიდობისათვის ბრძოლაში უდიდესი დამსახურებისათვის.

 წყარო: intermedia.ge