Dialogi.ge contact@dialogi.ge

შექმენით საკუთარი თავდაჯერებულობა

შექმენით საკუთარი თავდაჯერებულობა 16:15:40 2019-03-05

შექმენით საკუთარი თავდაჯერებულობა

მიუხედავად იმისა, თუ რამდენჯერ მიგვიღია რჩევა, რომ უნდა ვიყოთ უფრო მეტად თავდაჯერებულები, მაინც გვიჭირს ხოლმე გავიგოთ, როგორ მივიდეთ აქამდე. თავდაჯერებულობის არსის არა მარტო გაგებაა რთული, ასევე გამოწვევასთანაა დაკავშირებული, ასწავლო სხვას, თუ როგორ გახდეს უფრო მეტად დარწმუნებული საკუთარ თავში, თუმცა, ფაქტია, რომ ის გამომუშავებადია.

ამრიგად, როგორ შეგვიძლია განვავითაროთ თვითრწმენა ჩვენში? არსებობს გადამწყვეტი ნაბიჯები, რომელსაც შეუძლია გვიბიძგოს მეტი თავდაჯერებულობისაკენ. დავიწყოთ ერთი რამით: თვითრწმენა ყალიბდება მაშინ, როცა, ღრმად ვგრძნობთ, რომ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ემოციურ გამოვლინებებს, მიუხედავად იმისა თუ რის პირისპირ ვდგავართ ან რისკენ მივდივართ.

პირველ რიგში, მიეცით საკუთარ თავს შესაძლებლობა გააცნობიეროთ, განიცადოთ ბოლომდე და იმოძრაოთ თქვენ გრძნობებში თავისუფლად, ეს იქნება სასიამოვნო თუ უსიამოვნო. სწორედ უსიამოვნო გრძნობების გადატანა გვასუსტებს ხოლმე. მთავარი გასაღები ისაა, რომ ვირჩევთ გაცნობიერებას, თავის არიდების სანაცვლოდ. ეს ნიშნავს, რომ ვუმკლავდებით  სევდას, სირცხვილს, უიმედობას, ბრაზს, დაუცველობის შეგრძნებას, დაბნეულობას, წყენას, იმედგაცრუებას. საკუთარ თავს ვაძლევთ შესაძლებლობას დავუდგეთ ტკივილს პირისპირ, რაც  აძლიერებს ჩვენს ემოციურ მდგომარეობას. ეს ერთგვარი საფუძველი და დასაწყისია თავდაჯერებულობის განვითარებისათვის.

მეორე ნაბიჯი არის ის, რომ ბოლომდე გულწრფელად გადმოცე, გამოხატო შენი გამოცდილებები, დადებითი მანერით, მოქმედებით ანუ ამ შემთხვევაში, ამბობ იმას რაც გჭირდება რომ თქვა, იმასთან ვისთანაც გსურს რომ თქვა, იმ დროს, როდესაც გჭირდება, რომ თქვა. როდესაც შენ ამბობ შენს დადებითი განძრახვის სიმართლეს, აღმოაჩენ რომ ეს ერთგვარი ამოთქმა, შენს თვითრწმენას ბევრად ამაღლებს. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის გაძლევს საშუალებას იცხოვრო უფრო აუთენტური გზით.

მესამე გზაა, დაიწყო მოქმედება და გადადგა ნაბიჯები, რომელიც შენი მიზნებისკენაა მიმართული, თუნდაც რთული იყოს ამ რისკებთან შეჭიდება.

მეოთხე, რაც უნდა გავითვალისწინოთ, ესაა_ შევწყვიტოთ მუდმივი თვითკრიტიკა ან ნეგატიური საუბარი საკუთარ თავზე. ეს ჩვევა არა მარტო ზრდის ეჭვებს, არამედ გიგდებს მოტივაციას მიყვე შენს ოცნებებს. საკუთარი თავის მიმართ განძრახული თვითგვემა გვანადგურებს ჩვენვე. როდესაც მიდრეკილი ხარ დაამცირო შენი თავი და შესაძლებლობები, მიიღეთ ის როგორც სიგნალი და ეცადეთ გააცნობიეროთ მიზეზი; რომელი უფრო რთულია წინ დაუდგე მას თუ შეეგუო?

თუმცა, ჩვენ ხშირად მიდრეკილები ვართ ყურადღება არ მივაქციოთ მათ, მეხუთე ნაბიჯია, მივიღოთ ჩვენ მიმართ ნათქვამი წრფელი კომპლიმენტები. კომპლიმენტები მოქმედებენ როგორც სარკე, ისინი ირეკლავენ ჩვენს თავს. როგორც კი შესაძლებლობას მისცემ შენს თავს მიიღოს ისინი, საშვალება გექნება უკეთ ჩაწვდე შენს შინაგან სამყაროს. შესაძლოა მიხვდე იმასაც, რომ პიროვნება რომელიც სულ გინდოდა ყოფილიავი, უკვე ხარ!

წყარო: psychology Today