Dialogi.ge contact@dialogi.ge

როგორ შევიქმნათ მოტივაცია და მივაღწიოთ მიზანს

როგორ შევიქმნათ მოტივაცია და მივაღწიოთ მიზანს 17:13:48 2019-02-21

როგორ შევიქმნათ მოტივაცია და მივაღწიოთ მიზანს

რა გსურთ ცხოვრებაში? გინდათ უკეთესი სამსახური? უფრო ჯანსაღი  ცხოვრების სტილი ან რაიმე საქმის დასრულება, რომლითაც მოცული გაქვთ მთელი გონება ?

ჩვენ ყველას გვაქვს მიზნები. მიზნები კარიერაზე, ურთიერთობებზე და ასე შემდეგ. მაგრამ ჯერ კიდევ ისე ჩანს, თითქოს, ყოველთვის ვმარცხდებით ჩვენივე მიზნებთან. რატომ ?

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ადამიანები მარცხდებიან საკუთარი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე არის ის, რომ მათ არ აქვთ სწორი გეგმა. კვირას ჩვენ ვფიქრობთ: ,, ხვალ, აუცილებლად, დილით ავდგები და საბოლოოდ დავიწყებ ვარჯიშს“, ვაყენებთ მაღვიძარას დილის 5 საათზე, მაგარამ ამის იქით ჩვენი გეგმა აღარ მიდის. მოვიდა ორშაბათიც, ვტრიალებთ საწოლში, ძალაუნებურად ვუთიშავთ მაღვიძარას ხმას, ჩავთვლემთ და ყველაფერს მომავალი კვირით გადავდებთ. ალბათ ეს სიტუაცია ყველასათვის ნაცნობია.

ამაში სასირცხვილო არაფერია_ ჩვენ ყველა ასე ვიქცევით, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ასე არ უნდა იყოს. შენ შეგიძლია მიაღწიო შენს ნებისმიერ მიზანს. უბრალოდ, უნდა იცოდე სწორი გზა, რომელიც მისკენ წაგიყვანს. ამისთვის საჭიროა დისციპლინა და თანმიმდევრულობა_მაგრამ ცხადია ამისი თქმა უფრო მარტივია, ვიდრე შესრულება.

ამ სტატიაში, მოდით, ყურადღება გავამახვილოთ თანმიმდევრობის ნაწილზე. რომ ვიყოთ თანმიმდევრულები, გვჭირდება სწორი გეგმა. ეს იქნება ერთგვარი გარანტი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, როგორი დღეც არ უნდა გქონდეს, შენ მაინც ადგები და მიზნისკენ მიმავალ გეგმას შეასრულებ. ფსიქოლოგებმა შემოგვთავაზეს საფეხურები, თუ როგორ შეიძლება მსგავსი გეგმის შექმნა. საინტერესოა ის, რომ მისი შემუშავება შეგიძლიათ თითქმის 60 წამში.

კარგი გეგმა უნდა აღწერდეს 5 პუნქტს:

  1. როდის აპირებ შენი მიზნის განხორციელებას
  2. სად აპირებ ამას
  3. როგორ აპირებ მის შესრულებას
  4. რამდენი ხანი დაგჭირდება
  5. სარეზერვო გეგმა, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომპონენტი არ წავიდა ისე როგორც დავგეგმეთ.

მაგალითად, თუ ჩვენი მიზანია წონაში დაკლება, არ არის საკმარისი იმის ცოდნა, რომ ამისთვის უფრო მეტი ვარჯიშია საჭირო ან მაღვიძარის დილის 5_ზე დაყენება. აუცილებელია განვავითაროთ გეგმა, რომელიც უფრო მეტ კონკრეტიკას შეიცავს.

  1. როდის აპირებ შენი მიზნის განხორციელებას_ ჩემს მიზანს განვახორციელებ ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს დილის 6 საათზე.
  2. სად აპირებ ამას _ ვივარჯიშებ დარბაზში.
  3. როგორ აპირებ მის შესრულებას_ ვაპირებ ჩემი დროის ნახევარი დავუთმო სარბენ ბილიკს, ნახევარი, სიმძიმით კუნთების დატვირთვას.
  4. რამდენი ხანი დაგჭირდება_ თითოეული ვარჯიში გაგრძელდება 1 საათი.
  5. სარეზერვო გეგმა, იმ შემთხვევაში თუ ეს კომპონენტები არ წავიდა ისე როგორც დავგეგმეთ_ თუ არ მექნება ამ დღეებში ერთი საათი დრო, გამოვტოვებ დარბაზში ვარჯიშს და 30 წუთი ვირბენ პარკში სახლთან ახლოს.

არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მსგავსი ტიპის ქცევა საკმაოდ ეფექტურია. მაგალითად, ერთ_ერთი კვლევა ( study by Orbell and colleagues) ჩაატარეს ქალებთან, რომელთაც უნდა გაეარათ, სავალდებულო, მკერდის პოტენციური სიმსივნის შესახებ სამედიცინო შემოწმება. მაშინ როდესაც მათ მხოლოდ განისძრახეს შემოწმებაზე მისვლა, რეალურად მხოლოდ 53% მივიდა ერთი თვის განმავლობაში. მაგრამ როდესაც მათ დაწერეს კონკრეტულად როდის, სად და როგორ გაივლიდნენ ყოველთვიურ შემოწმებას ,ასივე პროცენტმა გაიარა მომდევნო თვეს ეს გამოკვლევა. სხვა კვლევებიც მსგავს ბენეფიტურ შედეგებს ავლენს განსხვავებული მიზნების შემთხვევაში. ამიტომ, მისი გამოყენება ეფექტურია როგორც პატარა, ასევე დიდი მიზნების მიღწევისათვის.

მაინც რატომ არის ეს ტექნიკა ეფექტური?

პირველი მიზეზი სპეციფიურობაა, მათი გაყოლა ადვილია. აზღვევს იმ ფაქტს, რომ ჩვენი მიზნისკენ მიმართული ქცევა განმეორდება დროის განმავლობაში. ასევე, თვალსაჩინო ხდება როდის ვიხევთ უკან ან ვერ ვასრულებთ მას სათანადოდ. როცა მხოლოდ ვამბობთ ,,მე უნდა ვივარჯიშო“, ეს აბსტრაქტულია, ამ შემთხვევაში რთულია თქმა როდის აღწევ წარმატებას ან როდის განიცდი მარცხს. მაგრამ, როდესაც ზემოთ აღნიშნულ კონკრეტიკას ვიყენებთ, ამის აღქმა ბევრად მარტივია . მესამე მიზეზი არის ის, რომ ეს სქემა ჩვენს მიზანზე ორიენტირებულ ქცევას ხდის ავტომატურს.

ამრიგად, როგორც კი დაასრულებთ კითხვას, გამოყავით ერთი წუთი და დაწერეთ საკუთარი გეგმა ქაღალდზე. გააკარით ისეთ ადგიას, სადაც ყოველდღე ნახავთ და დაიწყეთ ნაბიჯ-ნაბიჯ.

 ბონუსად, აიღეთ კალენდარი და მონიშნეთ დიდი იქსით მისი ყოველი განხორციელების დღე, როცა ნახავთ დრო და დრო მათ ჩამწკრივებულს, უფრო მეტი მოტივაცია შეგექმნებათ და არ დანებდებით თქვენი მიზნის მისაღწევად.

წყარო: psychology Today