Dialogi.ge contact@dialogi.ge

როგორ განვავითაროთ ოპტიმიზმი ჩვენს შვილებში

როგორ განვავითაროთ ოპტიმიზმი ჩვენს შვილებში 18:45:14 2019-02-20

როგორ განვავითაროთ ოპტიმიზმი ჩვენს შვილებში

საუკთესო საჩუქარი, რაც თქვენს შვილს შეგიძლიათ მისცეთ არის იმედის შეგრძნება ცხოვრებაში.  თუ მაგალითად, პრობლემები აქვს სკოლაში სწავლასთან დაკავშირებით, მას სჭირდება  ცოდნა იმისა, რომ მიაღწევს წარმატებას, თუ უფრო მეტად  მოინდომებს. როცა კონფლიქტი მოუვიდა მეგობართან, საჭიროა დავარწმუნოთ , რომ მას სამუდამოდ არ კარგავს და მოგვარება შესაძლებელია. როდესაც ეხმარებით ნაბიჯ-ნაბიჯ პრობლემის გაცნობიერებაში და სწორ კომუნიკაციას ამყარებთ  სიტყვებითა და მოქმედებებით მათთან, უქმნით პრობლემის გამკლავებისთვის საჭირო მზაობას. ამისათვის არსებობს რამოდენიმე გზა, რომელიც დაეხმარება თქვენს შვილს შეიმუშაოს ოპტიმისტური მიდგომა ცხოვრების მიმართ.

1)ეცადეთ სიტუაციას შეხვდეთ და გაუმკლავდეთ მშვიდად. როცა მაგალითად, თქვენი შვილი სახლში ბრუნდება სკოლიდან დაბალი ნიშნებით, არ დაანახოთ ბრაზი და პრობლემის გადაუჭრელობა, დაიმახსოვრეთ, თქვენ ხართ ბავშვის როლური მოდელი, იმაშიც თუ როგორ უმკლავდებით გამოწვევებს. თუ თქვენ იფიქრებთ ოპტიმისტურად, ისიც იმავეს გააკეათებს.

2)ისაუბრეთ მასთან სიტუაციის დეტალებზე, შეგვიძლია ვკითხოთ:,, შენი აზრით რამ გამოიწვია ის რომ გამოცდის ზღვარი ვერ გადალახე? “, რასაც შეიძლება უამრავი ახსნა ჰქონდეს: საკმარისად ვერ გამოიძინა და იყო დაღლილი, ან გამოცდები იყო საკმაოდ რთული და მხოლოდ რამოდენიმემ ჩააბარა. როგორც კი აღმოაჩენთ პრობლემის მცირე წყაროსაც, უფრო მეტად იქნებით არჭურვილი მის დასახმარებლად გამოსავლის პოვნისთვის.

3) ისაუბრეთ მის ემოციებზე, შეუქმენით გარემო გამოხატოს წყენა , სირცხვილის გრძნობა და გაეცით მხარდაჭერა. ეს მას მისცემს ძალას იმოქმედოს. მაგალითად კითხეთ: ,,როგორ გრძნობ თავს ტელეფონის დაკარგვის გამო ? “

4) გამოიყენეთ ისეთი ფრაზები, რომელიც დაამშვიდებს. როდესაც მის შიშებს იგერიებთ შემდეგი სიტყვებით: ,, შენ შეძლებ ამის გაკეთებას “, ან ,, ყველაფერი გამოგივა “ , მას აძლევთ იმედს და უნერგავთ ძალას. თქვენი შვილი ითავისებს ამ ფრაზებს და იყენებს მათ რთულ სიტუაციებში დამოუკიდებლად მოქმედების დროს.

 5) ჩართეთ ის პრობლემის გადაჭრის პროცესში, თუ თქვენ შვილს აქვს პრობლემა მეგობართან , ნაცვლად იმისა რომ უთხრათ, როგორ მოიქცეს - კითხეთ მას რა იდეები აქვს საკითხთან დაკავშირებით. მისთვის ახლოა ეს სიტუაცია და შეიძლება მივიდეს პრობლემის გადაჭრის იმ გზამდე რომელსაც ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით. რაც მთავარია, აქტიური მონაწილეობა პროცესში აყალიბებს პრობლემასთან მისი გამკლავების უნარებს .

6)  დაანახეთ  ნდობა . თუ დარჩებით მშვიდად ამ პროცესში და თან მასთან ერთად მიიღებთ მონაწილეობას პრობლემის გაანალიზებაში, ის იღებს განცდას რომ ძვირფასია თქვენთვის, ენდობით მის შესაძლებლობებს, თქვენი ნდობა მისადამი კი აყალიბებს თავდაჯერებულობას, რაც ოპტიმიზმის გასაღებია.

წყარო: psychology Today