როგორ დავგემოთ 2019 წელი, რომ განვლილზე ბევრად წარმატებული იყოს?
გილოცავთ თითქმის დამდგარ ახალ, 2019 წელს!
ყოველი ახალი წელი, თითოეული ადამიანისთვის უამრავ მიზნებთან, იმედებთან და უდიდეს სიხარულთანაა დაკავშირებული, თუმცა, იმისათვის, რომ ყველა ჩვენი სურვილი აგვიხდეს, მხოლოდ ფიქრი საკმარისი არაა.
საქმე იმაშია, რომ თითოეული აზრი, რომელსაც ჩვენ, საკუთარ თავებთან საუბრისას ვაფიქსირებთ, უფრო დიდი ძალის მქონე ხდება, როდესაც ამას კალმით ფურცელზე გადმოვიტანთ. ეს მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომელიც ბევრ ადამიანს ხელს უწყობს მომდევნო წლის ბევრად ნაყოფიერად გატარებაში.
როდესაც ჩვენს აზრებს ფურცელზე გადმოვიტანთ, თითოეულ სიტყვას მიყვება უდიდესი ემოცია, რომელიც განმსჭვალულია ბედნიერებითა და იმედით, რაც ჩვენს ცხოვრებაში, ყველაზე ძლიერი ემოციებია და რომელსაც დიდი ძალა აქვს, ამიტომ გირჩევთ, რომ ახალი წლის ღამემდე, სანამ მთელი ოჯახი ერთად შეიკრიბებით და გააცილებთ ძველს, აუცილებლად ჩამოწერეთ მომავალი წლის სურვილები პატარა ფურცელზე, ყოველთვის თან ატარეთ, და წაიკთხეთ რაც შეიძლება ხშირად. ოღონდ გაითვლისწინეთ, რომ ფორმულირება ძალიან მნიშვნელოვანია:
- მე ვიყიდე ახალი დიდი სახლი, რომელშიც ვცხოვრობ ჩემს ოჯახთან ერთად.
- მე დავწინაურდი სამსახურში, ვარ "ამა და ამ" პოზიციაზე
- მე ვარ ჯანმრთელი და სავსე უშრეტი ენერგიით, რომელიც ყოველდღიურად მაკეთებინებს ყველაფერს, რაც ჩემი ბედნიერებისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია,
- ჩემი ოჯახის წევრები, ძალიან კარგად არიან,
- ჩემი ბიზნესი გაფართოვდა და შემოსავლები 4-ჯერ გაიზარდა,
- მე მყავს ძაღლი, რომელზეც მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ
- და ა.შ...
სურვილები უამრავია, მთავარია რომ არ შეგეშინდეთ თქვენი სურვილების დაწერის, იყავით ამბიციურები, დაწერეთ მთელი გულით, უდიდესი ემოციით და მიზნები, აუცილებლად განხორციელდება, ამოიღეთ ფურცელი ახალი წლის ღამეს, და კიდევ ერთხელ მთელი გულით წაიკითხეთ და წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი უკვე არსებობს თქვენს ცხოვრებაში!
გახსოვდეთ, როდესაც მთელი გულით გინდათ რაიმე, ის აუცილებლად აგიხდებათ და როდესაც თქვენს თავთან დოკუმენტურად გააფორმებთ ამ სურვილების მემორანდუმს და ჩამოწერთ კალმით ფურცელზე თითოეულ მათგანს ისე, თითქოს ეს ყველაფერი უვკე გაქვთ, თქვენი მომავალი წელი აუცილებლად იქნება ბევრად უფრო წარმატებული, ვიდრე განვლილი!
"დიალოგი" გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ უბედნიერეს, პოზიტივით სავსე და ჰარმონიულ 2019 წელს.