Dialogi.ge contact@dialogi.ge

ჰოლოტროპული სუნთქვა

ჰოლოტროპული სუნთქვა 18:04:23 2018-10-12

ჰოლოტროპული სუნთქვა

სიტყვა ჰოლოტროპული (ბერძნ. სიტყვა) „მთლიანობისკენ სწრაფვა“ -ს ნიშნავს.  ეს არის ტრანსპერსონალური ფსიქოთერაპიული  ტექნიკა, რომელიც 70 -იან წლებში განავითარა ფსიქოთერაპევტმა  სტანისლავ გროფმა.  გროფის წარსული გამოცდილება, რომელიც გულისხმობდა ფსიქოდელიური პრეპარატების საშუალებით გამოწვეული  განსხვავებული  მდგომარეობების  კვლევას, დაეხმარა მას შეემუშავებინა  ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური ფსიქოთერაპიული ტექნიკა, რომელიც გულისხმობს,  მხოლოდ  ინტენსიური სუნთქვის საშუალებით განსხვავებულ მდგომრეობაში გადასვლას.  რომლის დროსაც, ადამიანი უღრმავდება საკუთარი ცნობიერების ღრმა შრეებს, აცნობიერებს  მასში არსებული კომპლექსებისა თუ ტრავმების რეალურ მიზეზებს, თავისუფლდება ნეგატიური ემოციებისგან და  პოულობს  საკუთარი თავისთვის აქ და ამჟამად აქტუალური ცხოვრებისეული ამოცანების მოგვარების რესურსებს. 

თავად სუნთქვა, როგორც თერაპიული და მკურნალობის საშუალება, საუკუნეების მანძილზე  შამანების მიერ გამოიყენებოდა. ინტენსიური და ღრმა სუნთქვა კი ეფექტურად  ხსნის ემოციურ და ფსიქოლოგიურ ბლოკებს, რომელიც შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს.  ჰოლოტროპული სუნთქვა ეხმარება  პიროვნებას ჩაუღრმავდეს  საკუთარ ცნობიერებას. ეს ტექნიკა სრულიად უსაფრთხოა ადამიანებისათვის, რაც თერაპიული პროცესისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. ხოლო კომპეტენტური სპეციალისტი და ჯგუფური პროცესი ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ადამიანი ხდება თავისუფალი და გულახდილი  საკუთარ თავთან, რაც უზრუნველყოფს თერაპიული პროცესის ეფექტურობას.

ჰოლოტროპული სუნთქვითი ტრენინგი  წლების განმავლობაში უკვე არაერთმა ადამიანმა გამოსცადა საკუთარ თავზე და თუ გრძნობ, რომ ეს პროცესი შენთვისაა, გელოდებით.