Dialogi.ge contact@dialogi.ge

ჰოლოტროპული სუნთქვა

ჰოლოტროპული სუნთქვა 19:19:21 2018-10-10

ჰოლოტროპული სუნთქვა

რა არის ჰოლოტროპული სუნთქვა?
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თერაპიული საშუალება, რომლის გამოყენებაც ადამიანს, პრობლემების მოსაგვარაებლად შეუძლია. 
როგორ მუშაობს?
უმარტივესად, მაგრამ ძალიან ღრმად. თითქოს, ერთი შეხედვით მარტივი სუნთქვითი ვარჯიშები, ხატვა და სხეულზე ორიენტირებული სავარჯიშოები. 
რა ხდება პროცესში?
პროცესში ადამიანის სხეული თავისუფლდება შეკავებული ემოციებისაგან. ეს შეკავებული ემოციები კუნთებში ბინადრობენ და დიდი რაოდენობით მიწოდებული ჟანგბადი, სუნთქვის დროს ენერგეტიკული ბლოკებისაგან ათავისუფლებს. 
რას აძლევს პროცესი მონაწილეს? 
საბოლოოდ ადამიანი თავისუფლდება დიდი ხნის განმავლობაში შეკავებული ემოციებისაგან, ენერგეტიკული ბლოკებისაგან. პოულობს გამოსავალს კრიზისული მდომარეობიდან და აგვარებს პრობლემებს. უბრალოდ ისვენებს, ისახავს მიზნებს ან ხვდება მიზნებისკენ გასავლელ გზას. ხდება უფრო ეფექტური ურთიერთობებში, ემოციურად სტაბილური და ქრება შფოთვა. 
რის ხარჯზე?
თითქოს დაუჯერებლად ჟღერს?!- სწორედ იმის ხარჯზე რომ ყველა ჩვენს პრობლემას საფუძვლად უდევს ერთ დროს, შესაძლოა ძალიან დიდი ხნის წინ, განუცდელი და შეკავებული ემოციები, უთქმელი სათქმელი, დაუსურულებელი ურთეირთობები, აუხდეენელი სურვილები, შეკავებული მოძრაობა, და საერთოდ მდგომარეობა როცა ვცდილობთ ვიცხოვროთ ისე როგორც საჭიროა, ხშირად სხვისი სურვილებით და ამით ვკარგავთ საკუთარ თავს. 
ვისთვისაა ეს ტრენინგი? 
ნებისმიერი ადამიანისათბის რომელიც მის საჭიროებას დაინახავს. შესაძლოა არ იყოს კრიტიკულად რთული მდგომარეობა ან პრობლემა მაგრამ ეს აუცილებელ პირობას არ წამოადგენს. 
ჰოლოტროპული სუნთქვა და საერთოდ ფსიქოთერაპია, არის კონტაქტის დამყარება საკუთარ თავთან! კონტაქტის, რომელიც არის ყველაზე გულწრფელი, სასიამოვნო და ძლიერი, რომელიც თუ ერთხელ მაინც გახდება ხელმისაწვდომი, მისი დაკაგვა უბრალოდ აღარ მოგინდება. ესაა ძალა, რომ არა უბრალოდ იყო ცოცხალი, არამედ ძალა, რომ იცხოვრო!