Dialogi.ge contact@dialogi.ge

ფსიქოთერაპია კარგია! თანაც აუცილებელი.

ფსიქოთერაპია კარგია! თანაც აუცილებელი. 18:56:37 2018-10-10

ფსიქოთერაპია კარგია! თანაც აუცილებელი.

   ბოლო დროს გახშირებული ძალადობის ფაქტები, ბულინგი სკოლებში, ოჯახური კონფლiქტები და სხვა უამრავი, საქართველოში საგანგაშო ნიშნულს აღწევს. რა არის ამ ყოველივეს მიზეზი და როგორ შეიძლება პრევენცია ნაადრევ ასაკში დავიწყოთ? ამის გარკვევას უამრავი კვლევა და გამოკითხვა ერთ შედეგამდე მიჰყავს, აუცილებელია პირადი ფსიქოლოგი და გარკვეული პერიოდულობით ვიზიტი როგორც ნაადრევ, ისე ზრდასრულ ასაკში მყოფი ადამიანებისთვის.

   ევროპაში, ისევე როგორც ამერიკასა და სხვა ქვეყნებში, ფსიქოლოგთან ვიზიტი უკვე სადაზღვევო პაკეტებშიც კი გათვალისწინებულია და შემთხვევითი არაა, რომ საქართველოში მსგავსი ტენდენცია ნელ-ნელა იკიდებს ფეხს და ადამიანებმა დაიწყეს ფსიქოლოგთან მიმართვიანობა, თუმცა, რატომღაც ჩვენს ქვეყანაში, ფსიქოლოგთან ვიზიტი ბევრი ადამიანისთვის არაჯანსაღ მდგომარეობად აღიქმება და მსგავსი არასწორი დამოკიდებულების გამო, თითოეული ასეთი ადამიანი კარგავს შანსს, რომ გახადოს ცხოვრება ბევრად უფრო მშვიდი და სასიამოვნო.

   ხშირად გვესმის, ჩემი თავის ფსიქოლოგი მე თვითონ ვარ, ჩემი ფსიქოლოგი ჩემი საუკეთესო მეგობარია და ა.შ, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ფსიქოლოგებს არამცთუ მეგობრობა, არამედ საჩუქრის მიღებაც კი ეკრძალებათ თავიანთი კლიენტებისგან და ეს შემთხვევითი როდია, პროფესიონალი ფსიქოლოგი აცნობიერებს, რომ იგი ვალდებულია ყოველთვის ობიექტური იყოს კლიენტთან მიმართებაში, და არც იმის თქმაა არალოგიკური, რომ მეგობარი, საკუთარი თავი და თუნდაც ოჯახის წევრი, ვერასდროს დაკარგავს სუბიექტურ დამოკიდებულებას საყვარელი ადამიანის მიმართ, რამაც შესაძლოა, რჩევის საკითხავად მისულს, რადიკალურად სხვა პასუხი მოგასმენინოთ და შემდგომ, ამის არ გამართლების შემთხვევაში, გარკვეული დოზით აგრესიაც კი გაგიჩნდეთ “მრჩევლის” მიმართ.

ასე რომ უფრო ეფექტრურია, სანამ პრობლემებზე დაუმთავრებელ ფიქრს, მათ ხელოვნურ გართულებასა და გამძაფრებას, ხასიათის გაფუჭებას გამოიწვევთ, მიიღეთ პოზიტივი თქვენს ცხოვრებაში და მიმართეთ ფსიქოლოგს, სრულებით არაა აუცილებელი რაიმე პრობლემა მკვეთრად იყოს გამოკვეთილი, თითოეული სეანსი დაგეხმარებათ უკეთესად შეიცნოთ საკუთარი თავი და მომზადებული დახვდეთ ცხოვრებისეულ სირთულეეებს.