Dialogi.ge contact@dialogi.ge

რა არის დიალოგი ქიდსი და რატომ უნდა ატაროთ ბავშვი??

რა არის დიალოგი ქიდსი და რატომ უნდა ატაროთ ბავშვი?? 16:47:31 2018-10-04

რა არის დიალოგი ქიდსი და რატომ უნდა ატაროთ ბავშვი??

   დიალოგი ქიდსი, ეს არის სპეციალურად, პატარებისთვის შექმნილი პროექტი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, გამოხატონ დაგროვილი ემოციები, გახდნენ ლაღები, მიიღონ თერაპია ბავშვურად და შეძლონ იყვნენ მეტად თავდაჯერებულები და მშვიდები. 
რატომ შეიქმნა ეს პროექტი??  
პროექტი შეიქმნა იმიტომ, რომ მივცეთ მშობლებს საშუალება, გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, კვირაში 1 საათით მაინც მოიყვანონ ბავშვები ჩვენთან, რადგან დავეხმაროთ ბავშვებს სწორ განვითარებაში. ალბათ ვერ წარმოგვიდგენია, მაგრამ ბავშვები, მოზრდილების მსგავსად, დღის განმავლობაში ძალიან ბევრ ინფორმაციას ამუშავებენ, ხედავენ, კითხულობენ, ისმენენ, რაც მათთვის, გამოუცდელობის გამო,  ბევრად რთული აღსაქმელია და, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამას ვერ აცნობიერებენ, თავისდა უნებურად ითრგუნებიან, პერიოდულად ხდებიან მოწყენილები, რამაც საბოლოო ჯამში, შესაძლოა პრობლემებამდე მიიყვანოს.
   დიალოგი ქიდსში, ბავშვები, არტ თერაპიის საშუალებით, გამოხატავენ ემოციებს, ისინი ხატავენ სხვა და სხვა ფერებს, ისე რომ მათ ნახატებს არავინ აკონტროებს, ძერწავენ ფიგურებს, რაც მათ საშუალებას აძლევს დახარჯონ ხელებში დაგროვებული ენერგია, 1 საათის განმავლობაში გამოხატავენ თავიანთ ემოციებს, ფსიქოლოგთან და ჯგუფის წევრებთან ერთად, განიხილავენ თავიანთ შემოქმედებას და შედეგად, ბავშვი ბევრად დამშვიდებული, სასიამოვნო ემოციებით დატვირთული და შემდეგის შაბათის მოლოდინით ტოვებს "დიალოგს". 
   ჩვენ შევეცადეთ, რომ ფასიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო (15 ლარი), რადგან ყველა მშობელს ჰქონდეს საშუალება, მოიყვანოს ბავშვი დიალოგი ქიდს-ზე და ვთვლით, რომ ეს მოვახერხეთ, რადგან მსურველთა რაოდენობა, ყოველ შემდეგ ჯერზე იზრდება, ჩვენც ვამატებთ ახალ ჯგუფებს და ვიმედოვნებთ, რომ მალე, ძალიან ბევრი "დიალოგი KIDS-ელი" გვეყოლება. <3