18:27:26 2021-01-09
დიალოგი
გააზრება იმისა, რომ თავად ხარ საკუთარი ცხოვრების ავტორი და მმართველი, უსასრულოდ ძნელია, თუმცა ამის შესაძლებლობა ყოველ ადამიანშია. ის კი არაა მთავარი, რა “სიურპრიზს” გვთავაზობს ცხოვრება, არამედ ის, თუ როგორია ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი პოზიცია და ქმედება იმ რეალობის მიმართ, რომელშიც აღმოვჩნდებით ხოლმე.
ნებისმიერი რამ, მანამდეა პრობლემა, ვიდრე მას საქმეს არ დავარქმევთ და ხელს არ მოვკიდებთ, ავიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და არა გარეფაქტორებზე.
შენ შეგიძლია გააცნობიერო და შეცვალო რეალობა, მიიღო პასუხები და გახდე საკუთარი თავის უკეთესი ვერსია. დიალოგი კი შენს გვერდითაა, ფსიქოთერაპევტები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მომხმარებლებთნ დიალოგს.