Dialogi.ge contact@dialogi.ge

კონსულტაციის დაჯავშნა:

ანა მეუნარგია

ფსიქოლოგი, ფსიქოტრავმატოლოგი.

განათლება:

2012-2015 - მაგისტრის აკადემიური ხარისხი -
ფსიქიკური ჯანმრთელობა, ფსიქოტრავმატოლოგია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მათ შორის:
1. ტრავმა ბავშვებთან და მოზარდებთან
2. სოციალური ტრავმა;
3. კატასტროფის შედეგად განვითარებული ტრავმის მენეჯმენტი;
4. ტრავმა და გლოვა ბავშვებში.

2005-2009 - ბაკალავრის ხარისხი - ფსიქოლოგია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

სამუშაო გამოცდილება:

2020 - დღემდე - ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლი "დიალოგი" - ბავშვთა ფსიქოლოგი

2019 - დღემდე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - სტუდენტთა ფსიქო-კონსულტანტი: - კლიენტის მდგომარეობის შეფასება და სამუშაო გეგმის შემუშავება; - კლიენტის საჭიროებებზე მორგებული კონსულტირება სხვადასხვა საკონსულტაციო მეთოდის გამოყენებით (კბთ, პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული ჩარევა ჯანმოს გაიდლაინის მიხედვით; სარელაქსაციო ტექნიკების გამოყენება და ა.შ.) - საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება; - მუშაობის დასრულების შემდეგ კლიენტთა მდგომარეობის მონიტორინგი; - ანგარიშის წარმოება და კვლევითი საქმიანობა.

2019 - დღემდე კერძო პრაქტიკა - ფსიქოლოგი: - თერაპიული მუშაობა ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებთან, მოზარდებთან და მათი ოჯახის წევრებთან; - მდგომარეობის შეფასება; - საჭიროებებზე მორგებული გეგმის შემუშავება და თერაპიული ჩარევა; - მდგომარეობის მონიტორინგი.

2017 - 2019 - საფრანგეთის ჰუმანიტარული ორგანიზაცია - „ექიმები საზღვრების გარეშე“ - კონსულტანტი/ტრენერი: პაციენტის თერაპიული განათლება და ფსიქო-კონსულტირება: - პაციენტების საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საჭიროებების შეფასება; - საჭიროებებზე დაყრდნობით საგანმანათლებლო სესიების დაგეგმვა და ჩატარება; - პაციენტის საკონსულტაციო საჭიროებების შეფასება; - პაციენტის საჭიროებებზე მორგებული საკონსულტაციო სესიები; - მუშაობა ცალკეული უნარების განვითარებაზე; - პროტოკოლით გათვალისწინებული გეგმიური სესიები პაციენტებთან; - ადვოკატირება სოციალური საჭიროებების, მედიკამენტების, ინფორმაციის მიწოდების დონეზე; - ტრენინგის მოდულის შექმნა და ჩატარება ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის კონსულტანტებისთვის, ექიმებისა და ექთნებისთვის.

2014-2016 - ნიუტონის თავისუფალი სკოლა - სკოლის ფსიქოლოგი. - პრობლემების შეფასება და დიაგნოსტირება; - მოსწავლეების, მშობლები და მასწავლებლების კონსულტირება; - რეკომენდაციების მომზადება მასწავლებლებისთვის, ადმინისტრაციისა და მშობლებისთვის; - ინდივიდუალური და ჯგუფური სესიების ჩატარება საჭიროების შემთხვევაში; - ტრენინგები პედაგოგებისთვის - „კლასის მართვის პოზიტიური სტრატეგიები“; „ბავშვთა განვითარების თავისებურებები და საჭიროებები“; „აგრესიული ქცევის მართვა კლასში“; „სკოლის ფსიქოლოგის როლი და ფუნქციები“. - შაბლონური რეკომენდაციების შემუშავება - „როგორ ვესაუბროთ ბავშვს სქესობრივ განვითარებაზე“; „სკოლასთან ადაპტაციის ხელშეწყობა“; „კლასის მართვის პოზიტიური სტრატეგიები“. - ბულინგის პრევენციაზე მიმართული ღონისძიებების გატარება.

2013-2014 - განათლების სამინისტროსთან არსებული სსიპ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრი - ფსიქოლოგი; ფსიქო-კონსულტანტი. - ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებისა და მოზარდების ინდივიდუალური ფსიქო-კონსულტირება; - ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშებთან ჯგუფური ფსიქოკონსულტირება; - პრობლემის შეფასება და შემდგომი მდგომარეობის მონიტორინგი; - მულტიდისციპლინურ გუნდში (ფსიქიატრი, ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი) მუშაობის გამოცდილება; - არასრულწლოვანთა დაკითხვაზე დასწრება; - სატრენინგო მოდულის („ბავშვთა განვითარების ეტაპები“) შექმნა და ჩატარება პედაგოგებისა და მანდატურებისთვის; - სამუშაო ინტერვიუები - პერსონალის შერჩევის მიზნით.

2012-2013 - გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - ფსიქო-კონსულტანტი: - ბრალდებულ და მსჯავრდებულ ქალებთან მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობის გამოცდილება (ფსიქიატრი, ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი); - ბრალდებული ქალების საჭიროებების შეფასება; - ბრალდებული პატიმრების ფსიქო-კონსულტირება; - რისკების შეფასება (თვითდაზიანება, სუიციდი); - კლიენტების სტაბილიზაცია და მდგომარეობის მონიტორინგი; - სხვა მდგომარეობების (შფოთვი მდგომარეობების; მწვავე შფოთვითი აშლილობის; მწვავე რეაქცია სტრესზე; ადაპტაციის სირთულეები; და ა.შ.) სტაბილიზაცია და კონტროლი; - მოდულის შემუშავება და პილოტირება მსჯავრდებული პატიმრებთან; - ჯგუფური მუშაობა მსჯავრდებულ პატიმრებთან; - ინდივიდუალური სესიები საჭიროების შემთხვევაში.

2010-2012 - „დრონი“ - ტრენერი კოდაში. EVS მოხალისეს მენტორი. - არტ-თერაპიული ჯგუფის თანაწამყვანი შაუმიანის და წეროვანის იძულებით გადაადგილებულთა დასახლებაში; - „ბავშვთა განვითარების თავისებურებების“ ტრენინგის შემუშავება და ჩატარება კოდას დასახლებებში; - EVS მოხალისეს მენტორი - მოვალეობები: მუშაობის ყოველკვირეული და ყოველთვიური შეფასება; პროგრესის შეფასება; ადაპტაციაში დახმარება.

2011-2013 - ოჯახსა და ბავშვზე ზრუნვის ცენტრი - ფსიქო-კონსულტანტი: - მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობის გამოცდილება (ფსიქიატრი, ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი); - ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების ფსიქოკონსულტირება; - ფსიქოტრავმის მქონე (ძალადობის მსხვერპლი) ბავშვების და მათი ოჯახების ფსიქოკონსულტირება; - მოდულის შემუშავება ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებისთვის; - ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებთან ჯგუფური ფსიქოკონსულტირება.

ტრენინგები:

2015-2017 გეშტალტ-თერაპია - თბილისის გეშტალტ ინსტიტუტი - 352 საათი
ჯგუფური გეშტალტ-თერაპია - ირენა გოლუბა 152 საათი;
გეშტალტ-თეორია - 200 საათი - ბავშვთა/ბავშვობის ტრავმის გეშტალტთერაპია - ანასტასია შაპელი;
დიალოგი გეშტალტ-თერაპიაში - ჯონათან ჯეკ ლევინი; 
ადამიანის ორგანიზმი და გარემო - ნიკოლაი შერბეკოვი;
ფსიქოპათოლოგია და გეშტალტ თერაპია - ნიკოლაი შერბეკოვი;
გეშტალტ-თერაპიის ტექნიკები - ნიკოლაი შერბეკოვი;
გეშტალტ-თერაპიის ფორმები და მეთოდები - სოლვიტა ვეტკერე;
გეშტალტ-თერაპიის ისტორია და თეორიული საფუძვლები - ბრიგიტა კალეკაიტე.

2015 - ტრავმაზე ფოკუსირებული კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპია – Jonathan Bison
2014 - ტრავმაზე ფოკუსირებული არტ თერაპია - Gerthruda Verthaim-Kaen
2014 - ტრავმაზე ფოკუსირებული გეშტალტ-თერაპია – Arne Kvernik
2013 - ქვიშით თერაპია – Vera Batnya
2013 - ტრავმაზე ფოკუსირებული მოკლე ეკლეკტური ფსიქოთერაპია – Berthold Gersons
2013 - არტ თერაპია - ნათია ფანჯიკიძე;
2012 - პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება – Jonathan Bison
2012 ოჯახური ფსიქოთერაპია - ია ელუა
2012 მოტივაციური ინტერვიუირება
2006 -2007 კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპია – ზურაბ ბებერაშვული გეშტალტ თერაპიის საგანმანათლებლო კურსი - 72 საათი; მარიამ ელიზბარაშვილი

 

 

ანა მეუნარგია ფსიქოლოგი, ფსიქოტრავმატოლოგი.