Dialogi.ge contact@dialogi.ge

არტ თერაპია

ფსიქოთერაპია
არტ თერაპია

არტთერაპიაში, სამკურნალო მიზნით გამოიყენება ხელოვნების სხვადასხვა დარგი. უმეტესწილად ხატვა ძერწვა და მუსიკა. ართტთერაპია უპირატესად ჯგუფური მუშაობის მეთოდია. ჯგუფის წევრები ხატავენ ან ძერწავენ საკუთარ თავს, მათთვის მნიშვნელოვან ადამიანებს, თავის მტკივნეულ განცდებს. შემდეგ კი ხდება ყოველივე ამის განხილვა ჯგუფში. ეს ერთისმხრივ განმუხტვაა, მეორეს მხრივ კი განცდების გაზიარების საშუალება. არტთერაპიას აქვს ასევე ერთი მნიშვნელოვანი თვისება: ის ხელს უწყობს მტკივნეული განცდის ან წარმოდგენის “გარეთ გამოტანას” ანუ პრობლემა გადაიტანება ფურცელზე ან ნაძერწში ან ფოტოფირზე, რაც ხელს უწყობს პაციენტის დისტანცირებას მასთან. ადამიანი თავის პრობლემას თითქოს გვერდიდან უყურებს და უფრო უადვილდება მისი გადაწყვეტა.