დაგვირეკეთ
ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი
2002 წლიდან დაიწყო ფსიქოთერაპიის მიდგომებისა და მეთოდების შესწავლა. წარუძღვება, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფური ფორმატის თერაპიულ სეანსებს.
2003 წელს დაამთავრა ხერსონის სახელმწიფო უნივერსიტეტი „პრაქტიკული ფსიქოლოგის“ კვალიფიკაციით. შეუერთდა უკრაინის ფსიქოთერაპევტთა კავშირს.
2007 წლიდან 2016 წლამდე მუშაობდა უკრაინის ნოვოკახოვსკის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ფსიქოლოგიის კათედრაზე უფროს ლექტორად. ის ასწავლიდა ფსიქოლოგიურ კონსულტაციას, ფსიქოთერაპიის საფუძვლებს, განვითარებისა და განათლების ფსიქოლოგიას და ფსიქოდიაგნოსტიკას. იგი ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის ფსიქოლოგიური სამსახურს.
2016 წლიდან 2018 წლამდე ცხოვრობდა პოლონეთში, სადაც დაეუფლა კოგნიტურ-ქცევითი ფსიქოთერაპიის მეთოდს და მიიღო პრაქტიკული ფსიქოლოგის, საერთაშორისოდ დონეზე აღიარებული დიპლომი.
2022 წელს: უწევდა ფსიქოლოგიურ დახმარებას ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.
2023 წელს ოლენა აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა კონფერენციებში, შეისწავლის ახალ ფსიქოთერაპიულ მეთოდებს, ატარებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ თერაპიულ სეანსებსა და ტრენინგებს და რეგულარულად გადის სუპერვიზიას.
ოლენას სხვადასხვა მეთოდებით მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება აქვს: სიმბოლდრამა, ემოციებზე ორიენტირებული თერაპია, სხეულზე ორიენტირებული თერაპია, ქვიშის თერაპია, არტთერაპია, კოგნიტური ქცევითი თერაპია და ა.შ. ეს მას შესაძლებლობას აძლევს წარმართოს კლიენტთან ურთიერთობის პროცესი, მისი საჭიროებისა და პრობლემის შესაბამისად.
"ფსიქოლოგიაში შემთხვევითი ადამიანები არ არსებობენ. ჩემი სპეციალობა გაცნობიერებულად ავირჩიე. ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ ფიქრობს და რეაგირებს ადამიანი, როგორ იქცევა, როგორ იღებს გადაწყვეტილებებს. მაგრამ მხოლოდ ადამიანის ქცევისა და ტვინის გონებრივი ფუნქციების შესწავლა არ იყო ჩემთვის საკმარისი, ამიტომ გავაგრძელე სწავლა - დავიწყე მოგზაურობა ფსიქოთერაპიაში, რათა ვისწავლო როგორ დავეხმარო კლიენტებს შეცვალონ ქცევა და აზრები, რომლებსაც მოაქვს ტანჯვა. თერაპიის დახმარებით კი, თანდათან გააუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი, როდესაც ადამიანი კმაყოფილი იქნება საკუთარი თავით და იმით, რაც აქვს.
მე შემიძლია შეგასწავლოთ თვითდახმარების ტექნიკები: დაარეგულიროთ თქვენი ემოციები და ქცევები, რაც ხელს გიშლით იცხოვროთ ისე, როგორც გინდათ. მეთოდები, რომელსაც ვიყენებ ჩემს საქმიანობაში კარგად მაქვს შესწავლილი, რადგან მაქვს საკუთარი ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიის გამოცდილება.
თერაპიაში არ ვიყენებ პროვოკაციულ ხერხებს, ვმუშაობ ფრთხილად, კლიენტის ფსიქიკის ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით. და მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი მზად იქნება, გადავდივარ ძირითადი პრობლემის დამუშავებაზე. ჩემს კლიენტებს ყურადღებით ვეპყრობი. პრინციპი „ნუ დააშავებ“ ჩემს საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანია."
ოლენა მუშაობს ისეთ მდგომარეობებთან, როგორიცაა: დეპრესიული და ასთენიური მდგომარეობები, შფოთვითი აშლილობა და პანიკური შეტევები, თვითრეალიზაციის პრობლემები, ინტერპერსონალური ურთიერთობის სირთულეები, ადაპტაცია, გამოხატული/შეკავებული ემოციური მდგომარეობები, პრობლემები პარტნიორულ ურთიერთობებში და მშობლისა და შვილის ურთიერთობაში და ა.შ.