ქოუჩინგი
ქოუჩინგი დღევანდელ დღეს საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადი პროდუქტია. თუმცა, ცოტამ თუ იცის სინამდვილეში მისი შინაარსის და დანიშნულების შესახებ. თავდაპირველად ქოუჩინგი პოზიტიური ფსიქოლოგიის ფარგლებში აღმოცენდა და გარკვეული დროის განმავლობაში, მის ერთ-ერთ მიმართულებად მოიაზრებოდა.
თანდათანობით დარგის განვითარებამ და მასზე მოთხოვნის ზრდამ, ქოუჩინგი დამოუკიდებელ პროფესიად ჩამოაყალიბა. ქოუჩინგი ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ბიზნესს კი მდგრადი წარმატების მოპოვებაში ეხმარება. ამ თვალსაზრისით ის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და შეუცვლელი ინსტრუმენტია.