Dialogi.ge contact@dialogi.ge

ბავშვთა კონსულტაცია

ფსიქოთერაპია
ბავშვთა კონსულტაცია

რა შემთხვევაში მოვიყვანოთ ბავშვი ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე?
თუ ბავშვს/ მოზარდს აღენიშნება შემდეგი სახის ფსიქოლოგიური სირთულეები:

- ქცევითი:  სიტყვიერი და ფიზიკური აგრესია, თვითდამაზიანებელი ქცევა,
წესებისადმი დაუმორჩილებლობა  და სხვა.
- ფსიქო-სომატური და სოციალურ-ემოციური ჩივილები: თანატოლებთან
ურთიერთობის სირთულეები, არაადეკვატური თვითშეფასება, სიმორცხვე,
შფოთვა, გუნება-განწყობილების დაქვეითება, ემოციების მართვის სირთულეები
და სხვა.
- ადაპტაცია: ბავშვის მომზადება საბავშვო ბაღისთვის, სკოლისთვის;  შვილად
აყვანის პროცესიში აღმოჩენილი სირთულები და ა.შ.
- ცალკეულ ფსიქიკურ ფუნქციებთან დაკავშირებული: ყურადღების დეფიციტი,
მეხსიერების სირთულეები, მეტყველების დარღვევები, და სხვა.
- განვითარების სხვადასხვა დარღვევით გამოწვეული სირთულეები: აკადემიური,
კომუნიკაციური, მოტორული, სოციალური, ქცევითი და ემოციური სირთულეები
განვითარების ისეთი დარღვევების მქონე ბავშვებთან როგორიცაა:  დაუნის
სინდრომი, აუტისტური სპექტრის აშლილობა, სწავლის უნარის (წერის, კითხვის)
დარღვევა,  ცერებრული დამბლა , გონებრივი განვითარების შეფერხება და სხვა.